Monday 6 April 2015

მე მასწავლებელი ვარ!

(ვუძღვნი დედას) ძალიან მცირე ასაკიდან დავიწყე პროფესიაზე ფიქრი. როგორც ბავშვთა უმრავლესობა, თამაშის დროს ხშირად მასწავლებელი ვიყავი. ვატარებდი გაკვეთილებს, ვწერდი ნიშნებს, ვიყენებდი პედაგოგი დედის ნივთებს. თუმცა არასოდეს მიოცნებია მასწავლებლობაზე. ეს პროფესია ძალიან ,,ცუდი“ იყო. მე ინჟინერი უნდა გამოვსულიყავი! როდესაც დედის ყოველდღიურ შრომას თვალს მივადევნებდი, ვხვდებოდი, რომ ძალიან ძნელი იყო ის საქმე, რასაც ის აკეთებდა. სკოლიდან გასავათებულს ჩვენი მოფერების თავიც აღარ ჰქონდა. დილით, უთენია თვალი შემისწვრია როგორ ეჭირა წიგნი და გამალებული მუშაობდა. მიკვირდა, ასეთი ძლიერი მათემატიკოსია, ყველას დედაჩემთან უნდა შვილი მოახვედროს და რატომ მუშაობს ამდენს. ერთხელ ვკითხე: დე, რატომ მუშაობ ამდენს, შენ ხომ ბევრი იცი? ვერთობიო - იყო პასუხი...ვერ მივხვდი, რატომ ან როგორ უნდა გაერთო მათემატიკის სახელმძღვანელოთი. ირგვლივ ხომ უამრავი საინტერესო გასართობი არსებობს. გავიდა წლები. ავიხდინე ოცნება და გავხდი ინჟინერი, მაგრამ ჩემს ქვეყანას ინჟინრად არ ვჭირდებოდი. შემთხვევით მოვხვდი სკოლაში, მუშაობა სადმე რომ უნდა დამეწყო, იმიტომ. პარალელურად მივიღე პედაგოგიური განათლებაც. ხშირად შემეპარებოდა ეჭვი ჩემს თავში. ვფიქრობდი, ვიყავი კი ღირსი ამ პატარა სასწაულების (მოსწავლეების) წინაშე დგომისა...მივხვდი, რომ ბევრი უნდა მეშრომა,რათა მათი ნდობა, სიყვარული და შრომის შედეგი მომეპოვებინა. წელი წელს მისდევდა, თაობა თაობას ცვლიდა...მოვიდა სიყვარული, მადლობა,წარმატებები. მაინც უკმაყოფილო ვიყავი, მაინც ვუდარაჯებდი თავს. ვაკვირდებოდი ბავშვების სხივიან თვალებს, მეშინოდა სხივს სიძლიერე არ განელებოდა. ცოტა შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ბოლო ზარზე, ჩემი მეთორმეტე კლასის მოსწავლე წამოდგა და განაცხადა: არ ვიცი რა ვთქვა, ეს ქალი არის მაგარი ქალი! 36 ბავშვი ფეხზე წამოდგა და მქუხარე ტაშით დააჯილდოვა ჩემი სადამრიგებლო მოღვაწეობის რვა წელი. სირცხვილით სად დავმალულიყავი, აღარ ვიცოდი. გამიხარდა, ეტყობა, ძალიან ბევრი არ შემშლია, რადგან მოსწავლეთა ნდობა და სიყვარული მომიპოვებია. ახლა უკვე ვიცი, რომ დილით, უთენია რა კარგია გამალებული მუშაობდე. რას ნიშნავს ურთულესი ამოცანის ამოხსნით მიღებული სიამოვნება. თურმე მათემატიკის სახელმძღვანელოთიც არანაკლებ საინტერესოდ გაატარებ თავისუფალ დროს და სულაც არ ყოფილა ,,ცუდი“ მასწავლებლობა. ახლა თამამად შემიძლია გავზარ- დო ჩემი პატარა ნიჭიერი მოსწავლეები მომავალ მათემატიკის მასწავლებლებად. დავანახო ამ პროფესიის მნიშვნელობა. დიახ, მე ერთი ჩვეულებრივი ინჟინერი კი არა, ასამდე მოსწავლის მასწავლებელი ვარ!

Monday 12 May 2014

დღე მეცხრე

გაკვეთილი დაიწყო ძალიან საინტერესოდ. გავაკეთეთ ტესტები ახლიდან.
შემდეგ საკუთარი პროექტების პრეზენტაცია მოვაწყეთ, სადაც მთელი
ტრენინგის განმავლობაში ნამუშევარი მასალები გამოვიყენეთ.
   ტრენინგმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე მგონი ყვე-
ლაფერი გამომივა ამის შემდეგ. მადლობა ბატონ დავით ნოზაძეს
ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

Sunday 11 May 2014

დღე მერვე.

დღეს ყველაზე საინტერესო გაკვეთილი გამოვიდა. ჩემი ნაჯახირევი
გუგლდრაივის ფორმები ახლიდან ამიხსნა და კარგად გავიგე. ძალიან
კმაყოფილი ვარ. ელექტრონული ცხრილები სხვა დროსაც მომისმენია,
მაგრამ ბატონი დათოს ახსნილი სულ სხვაა. ძალიან სხვანაირად და-
ვინახე, და პრაქტიკაში აუცილებლად დავნერგავ.
  დასასრულს უახლოვდება ტრენინგი და გულიც კი მწყდება.

Thursday 8 May 2014

დღე მეშვიდე

ვისწავლეთ ტექსტრედაქტორში ჩეკლისტების დამზადება.დეველოპერის მოხმარება.
საავტორო უფლებები. ვიმუშავეთ სახელმძღვანელოში.
   დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

Saturday 3 May 2014

დღე მეექვსე

ტრენინგის მეექვსე დღეს, ვიმუშავეთ ტექსტრედაქტორში
 ჩეკლიტების დამზადებაზე.გავაკეთეთ ტესტი დეველო-
პერის დახმარებით.ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე.
ყოველი დღე საინტერესოა.
დავალება: ვიმუშავოთ სახელმძღვანელოში საავტორო
                    უფლებებზე. დავდოთ ფოტო და დავადოთ
                    საავტორო უფლებები.

Friday 2 May 2014

დღე მეხუთე

პრეზენტაცია. გავარჩიეთ დეტალურად  power point. ვისწავლეთ როგორ დავდოთ
ბლოგზე. დავრეგისტრირდით  პრეზენტაციების ბიბლიოთეკაში. slide share-ში.
ძალიან სასიამოვნო იყო ნამუშევრების დათვალიერება. slideboom უფრო მომე-
წონა.ვისწავლე პრეზენტაციის ადგილის შეცვლა და ბლოგის ფურცლის გაზრდა-დაპატარავება.
  დავალება: 1) შინაარსობრივად მოვამზადოთპრეზენტაცია.
                      2) შაბლონის გვერდის მონახაზის პრეზენტაცია.
                      3)გადავიკითხოთ 4-5 მოდულები შინაარსებში.
                      4) დავუწეროთ ერთმანეთს ბლოგებზე კომენტარები.