საოცარია ჩემი სკოლა, მუდამ ფუტკრის სკასავით მოფუსფუსე. ყურს
ჩაესმის მოსწავლეთა ჟრიამული, ხანდახან მასწავლებლის მკაცრი ტონი
შეერევა მათ ხმებს. გაიჯახუნებს კარი და პატარა ადამიანი მთელი სე-
რიოზულობით მიიჩქარის საჭიროებისამებრ. მისთვის ხომ ამ საკითხის
მოგვარება უმნიშვნელოვანესია.
მე მიყვარს ეს ხმები, მიყვარს პედაგოგის მკაცრი ტონიც და ეს საქმი-
ანად მიმავალი ცეროდენაც.
რამდენჯერმე დააპირეს გარემონტება, მაგრამ ,სამწუხაროდ, ნაწილო-
ბრივ მოხერხდა მოწესრიგება. მიმძიმს მოსწავლეთა სწავლის არასათანა-
დო პირობების ატანა, მაგრამ რა გინდა რომ ქნა?
ამოყრილ პარკეტს ფრთხილად ვიღებ, ფეხი რომ არ წამოკრან. ვნატ-
რობ ისეთ დროზე, როცა სუფთა კლასებში, სუფთა ჟანგბადს ჩაისუნთქავენ
ჟინვალელი მოსწავლეები.
უფალო, მომეცი უნარი, ამ ხმას დიდხანს ვუსმინო!
პროექტი: ბლოგების კონკურსი.
პროექტი: ბლოგების კონკურსი.
No comments:
Post a Comment